суббота, 3 июля 2010 г.


1.პროექტის სახელწოდება ციდან დაშვებული ელექტროობა.
2.პროექრის მოკლე აღწერა. როგორ წარმოიქმნა ელვა და რა სახის არსებობს ის. როგორ წარმოიქმნა წმინდა ელმოს ცეცხლი, რა არის მეხი და მისგან თავდაცვა. ისტორიული ცნობები "ელფების სულებისა" და "ცისფერი თვითმფრინავების " შესახებ.
3პროექტის სრული აღწერა. – მოსწავლეები აღწერენ პროექტს სრულად. ძველ დროს ისტორიკოსები აღწერდნენ სასწაულებს, რომელსაც ღამით მთაში ან ზღვაში ხომალდის ანძებზე ხედავდნენ. ეს იყო ცივი ცეცხლი, ამ ცეცხლის შესახებ კოლუმბი და მაგელანი ყვებოდნენ: ასეთი ცეცხლი საფრანგეთის ერთ–ერთ ქალაქში წმინდა ელმოს ეკლესიის გუმბათის წვერზე ციმციმებდა. ხშირად ჭექა–ქუხილის დროს მფრინავები ქვევით ხედავდნენ ტროფოსფეროში წითელ და ცისფერ მოჩვენებებს: "ელფებს", "სულებს" და "ცისფერ თვითმფრინავებს". ამ იდუმალ ელმოს ცეცხლს–ღმერთების მახვილს უწოდებდნენ. ყველა მათგანი ციდან დაშვებული ელექტრობაა ანუ ატმოსფეროში მიმდინარე ელექტრონული მოვლენებია. ელექტროობის კვლევას შეეწირა რუსი მეცნიერი რიხმანი, როცა ჭექა–ქუხილის დროს წარმოქმნილი ელექტროობით ლეიდენის ქილის დამუხტვას ცდილობდა.
4.მონაწილეთა ასაკი. –14–15 წელი.
5.ვადის ხანგრძლივობა. –1 თვე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები. –მოსწავლეთა დაყოფა ჯგუფებად. ინფორმაციის მოპოვება ენციკლობედიებიდან, ინტერნეტიდან და ისტორიული წყაროებიდან.
7.მოსალოდნელი შედეგები, პტოდუქტები. –ამ პროექტის შესწავლით მოსწავლეები სწავლობენ ატმოსფეროში ელექტრონული მოვლენის–ელვის წარმოშობას.
8.სამუშაო ენა. –ქართული.
9.მონაწილეები სხვა სკოლიდან–არა გვყავს.
10.საგნებთან–ეროვნულ სასწავლო გეგმებთან კავშირი. –ეს პროექტი კავშირშია საბუნისმეტყველო საგნებთან: ფიზიკასთან, ასტრონომიასთან და გეოგრაფიასთან.
პროექტი უნვითარებს მოსწავლეებს უნარ–ჩვევებს და კვლევის მეთოდებს, თუ რა გავლენას ახდენს თითოეული მათგანის აღმოჩენა საზოგადოების განვითარებასა და გარემოზე.
11.პტოექტის ფასილიტატორი. –მარინა ფხაკაძე.
12.ფასილიტატორის ელექტრონული ფოსტა. mpcakadze@gmail.com
13.პროექტის ვებ–გვერდი.mpchakadze.blogspot.com
""jh